UG ოლიმპიადა
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეებისათვის ატარებს საგნობრივ ოლიმპიადებს „ UG ოლიმპიადა“.
ოლიმპიადები ტარდება შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა
- ისტორია;
- ფიზიკა;
- მათემატიკა;
- სამართალი
- ბიზნესი
„UG ოლიმპიადის“ ჩატარების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საგნობრივი ცოდნის გაღრმავება და ზოგადი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ხელისშეწყობა.
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ოლიმპიადები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ კონკრეტული საგნის ცოდნის დონე და დროულად აღმოფხვრან საგნის ცოდნის მიმართულებით არსებული ხარვეზები.
შედეგად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის „ UG ოლიმპიადა “ იქნება კარგი საშუალება მეტად მომზადებულნი შეხვდნენ სასკოლო საატესტატო გამოცდებსა, თუ საერთო ეროვნულ გამოცდებს.
„ UG ოლიმპიადის “ საკითხები შედგენელია ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებულ სასწავლო სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით.